COP24

published: 25 December 2018

4 დეკემბერს პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში COP24 დაიწყო, სადაც მწვანე აქტივისტები და  დელეგატები კლიმატის საკითხებზე, განსაკუთრებით კი აგროკულტურის მნიშვნელობაზე ფოკუსირდნენ.

COP24 კვირა დღეს დაიწყო ნაცვლად ჩვეული ორშაბათისა. ფორმალური ნაწილი, სხვადასხვა მოლაპარაკებები, დღის წესრიგის მიღება და ახალი პრეზიდენტის არჩევა პირველივე დღეს მოხდა.  ორშაბათს კი მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრებისა და ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობით. იმავდროულად, COP-ის ფარგლებში დაიწყო დაგეგმილი რეალური თემების განხილვა.

ყველა საკითხის განხილვა თანმიმდევრულადაა გაწერილი. მოლაპარაკებები არ ხდება ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ოთახში. დღის წესრიგში დაახლოები 10 საკითხია განსახილველი და, შესაბამისად, ოცამდე ოთახი ეთმობა ამ საკითხების განხილვას სხვადასხვა სამუშაო ფორმატში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია „პარიზის ხელშეკრულება“ და მისი შესრულება. 3 წლის წინ COP21-ზე მიღებულ იქნა შეთანხმება და აღებულ იქნა ვალდებულებები მრავალი ქვეყნის მიერ. ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ცნობადობის ამაღლება გარემოს დაცვის კუთხით, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მიერ დახმარების გაწევა სამხრეთის ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. უფრო მეტიც, პარიზის შეთანხმებით ქვეყნებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები და, ასევე, გააუმჯობესონ ისინი. ამჯერად ყურადღება გამახვილებულია პროცესების გამჭვირვალობაზე, თუ როგორ შეასრულებენ ვალდებულებებს.

შეთანხმებაში არსებობს რისკებიც, შესაძლებელია ხელშეკრულების გაწყვეტაც. მაგ., ზოგი სათბური გაზი შეიძლება, ამოღებულ იქნეს სიიდან. ან შესაძლებელია ტყეების დაცვის წვლილის კორექტირება. ზოგ ქვეყანას შეუძლია, თქვას: «ჩემი ვალდებულება შევასრულე, გავაშენე 3 ჰა ტყე და ამით შემცირდა ჩემი სათბურის ემისიები», მაგრამ, ცხადია, ეს არაეფექტური იქნება. ასე რომ, შესაძლებელია მანიპულირება, რაც, ცხადია, კლიმატის პრობლემას ვერ გადაჭრის.

კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებით სავსე წლის შემდეგ სტუდენტები და ახალგაზრდები მასობრივი დემონსტრაციებით ქუჩაში გამოვიდნენ ეკოლოგიური სამართლიანობის მოთხოვნით, თუმცაღა მსოფლიო ლიდერებმა სამიტზე ვერ მოახერხეს კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად რეალური ნაბიჯების გადადგმა. კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის 24-ე კონფერენცია დასრულდა. ზოგი ქვეყანა ბლოკავს შეთანხმებებს და ცდილობს, თავიდან აირიდოს ვალდებულებები. ცხადია, ეს ფაქტი სრულიად სამარცხვინო და უპასუხისმგებლოა კატასტროფული ეკოლოგიური ცვლილებების ფონზე. ამის სანაცვლოდ ისინი იმედებს იძლევიან მომავალი წლის სექტემბერში ნიუ-იორკში გასამართი სამიტის პირობებში. მაღალი რანგის ჩინოვნიკებისა და დიპლომატებისთვის შესაძლოა, მცირე დრო იყოს, მაგრამ კლიმატისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც მისი შედეგებით იტანჯებიან, 9 თვე ძალიან დიდი დროა.

სხვა წევრი სახელმწიფოებისგან განსხვავებით ევროკავშირმა შექმნა „მაღალი ამბიციების კოალიცია“, რომელიც ითვალისწინებს 2030 წ-მდე ემისიების მკვეთრ შემცირებას. ამიტომ ევროკავშირის ლიდერებმა სახლში დაბრუნების შემდეგ ამ მიზნების მისაღწევად კონკრეტული ქმედებები უნდა დაიწყონ. და, ასევე, დაიწყონ სხვა წევრი ქვეყნების დახმარება და თანამშრომლობა. ასევე, ჩვენ ვნახეთ, რომ აქტივისტთა გარკვეულმა ჯგუფმა ვერ გადმოლახა პოლონეთის საზღვარი, ხოლო აქციის მსვლელობის დროს კი რამდენიმე აქტივისტი დააპატიმრა პოლიციამ. პოლონეთის, როგორც წლევანდელი წლის COP-ის მასპინძელისა და პრეზიდენტის როლი ისტორიაში არც ისე კარგად შევა. მათ ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია მთავარ პარტნიორად მიიწვიეს, ასევე მიწვეულ იქნა წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების მრავალი ლობისტი.  საბედნიეროდ, მათ არ მიეცათ ნებართვა მოპოვებაზე. ბრაზილია, საუდის არაბეთი, ა.შ.შ სამარცხვინოდ წარმოჩინდნენ. მათ თავიანთი ქვეყნების რამდენიმე აქციონერის გულის მოგება ურჩევნიათ, ვიდრე ყველა დანარჩენის მთელ მსოფლიოში. სამწუხაროა, როცა ქვეყნები მანიპულირებენ მეცნიერებით და ვალდებულებებს ირიდებენ და მომავლისთვის გადადებენ.

ახალგაზრდების ძალიან დიდი ჯგუფი მობილიზდა მთელი მსოფლიოდან ეკოლოგიური სამართლიანობისთვის. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ სამიტის მიღმა იყო. საბოლოო ტექსტში მომავალი თაობებისთვის ახალგაზრდობა ნახსენებიც არაა. როგორც ჩანს, სერიოზულად არც აღვიქმებით. თუმცაღა ეს ცხადია, რომ ახალგაზრდების როლი მდგრადი განვითარებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში უდიდესია.

საბა გამყრელიძე

დამხმარე მასალა 1, 2

ასევე წაიკითხეთ:

image

Dismantled Ministry of Environment

We want to respond to the recent developments and planned amendments announced by the Prime Minister of Georgia on 13th of November 2017, which considered that the Ministry of Energy and the natural resources management component of the Ministry of Environment and Natural Resources Protection will be incorporated into the Ministry of Economy and Sustainable Development. While the environment component of the Ministry of Environment and Natural Resources Protection will be merged with the Ministry of Agriculture.

Join Us