ბათუმის რივიერასთვის სოლიდარობის აქცია გაიმართა

published: 20 January 2020

დღეს, 20 იანვარს ახალგაზრდა მწვანეებმა ბათუმის რივიერას ჩაბეტონება გავაპროტესტეთ. ეს იყო სოლიდარობის აქცია ბათუმელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოძრაობა “მწვანე მომავალთან” და ,,საზოგადოება ბათომთან” ერთად საჯარო სივრცის გასხვისებას უპირისპირდებიან. Ჩვენს პროტესტს შემოუერთდა ანას ბაღის სამეზობლო, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მათ. 

    აქციაზე გავაჟღერეთ ბათუმელი აქტივისტების ორი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ სრულიად მხარს ვუჭერთ: 
1. გაუქმდეს უკანონო მშენებლობის ნებართვა;
2. ბათუმის რივიერა დაუბრუნდეს მოქალაქეებს და გამწვანდეს ტერიტორია.

   ბათუმშიც და თბილისშიც ბათუმის ჩაბეტონების წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება.    
   ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს “ბათუმი რივიერა” გეგმავს კომპლექსის სამშენებლო პროექტის განხორციელებას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ კომპლექსიდან ერთ-ერთის, 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა. პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. Აღნიშნული პროექტის თანაინვესტორები არიან ბიძინა ივანიშვილი და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალა. 

ბათუმის რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტი თავისთავად  ეკოლოგიურ, გეოლოგიურ, სოციო-ეკონომიკურ პრობლემას წარმოქმნის, ასევე საგულისხმოა აღნიშნული სივრცის ისტორიული მნიშვნელობა.

 

 

 

ფოტო © publika.ge

Tags:

Join Us