პირველი მაისის მანიფესტი

Published on

წლების განმავლობაში 1 მაისი არა თუ კარგავს, არამედ კიდევ უფრო იძენს პოლიტიკურ მნიშვნელობას.  უსაფრთხო სამუშაო გარემო და გაწეული შრომის სათანადო დაფასება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და თუ ვთანმხდებით სახელმწიფოს იდეაზე აუცილებელია შევთანმხეთ იმაზეც, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეების შრომა. მზარდი უთანასწორობის პირობებში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს ფუნქცია ჩამოაყალიბოს  თანაბარი გარემო. დაუშვებელია, ჩვენი … Continue reading პირველი მაისის მანიფესტი

ეკონომიკური ზრდის მცდარობა

Published on

დღეს, ყველა საუბრობს იმაზე, რომ არსებული მრავალშრიანი კრიზისის აღმოსაფხვრელად ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. უფრო ზუსტად კი ამას დიდი ხანია ვისმენთ. ორივე ფლანგი – მემარჯვენეც და მემარცხენეც, კაპიტალისტური და, ასე ვთქვათ, სოციალისტური მთავრობებიც გვთავაზობენ თეორიებს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ  პროგრესისთვის და არსებული გამოწვევების გასამკლავებლად მეტი წარმოება და მოხმარება გვჭირდება.

მსოფლიო შეთანხმება სათბურის ძლიერი გაზების შემცირებაზე

Published on

რუანდაში შაბათ დილით მთელი ღამის მსჯელობის შემდეგ დაახლოებით 200 ერი შეთანხმდა ნახშირორჟანგზე ბევრად საშიში სათბურის გაზების გამოყენების შემცირებაზე.

Green Fest 2016

Published on

რიგით მეორე მწვანე პოლიტიკური ფესტივალი დაიგეგმა „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების“ მიერ, რომელიც 2016 წლის 24-25 სექტემბერს ქალაქ რუსთავის პარკში მოეწყობა.

ნარჩენების ეკონომიკა

Published on

თარგმანი: ანა თოიძე წყარო ბევრს მიაჩნია, რომ ზოგიერთი მასალა, პროდუქტი და შეფუთვის ფორმა არ ექვემდებარება გადამუშავებას თავისი დიზაინის და შემადგენლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იზიარებს და ეთანხმება ამ აზრს, უნდა ვთქვათ, რომ ის მცდარია. ერთადერთი ბარიერი, რაც აფერხებს ნარჩენების გადამუშავებას – ეკონომიკაა.

ფემინიზმი და ეკოლოგია

Published on

თარგმანი: თათული სულხანიშვილი წყარო ადამიანების უმრავლესობისთვის ნათელი ხდება, რომ გარემოზე მიყენებულმა ზიანმა საგანგაშო ზღვარს მიაღწია. ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ სამოქმედოდ მხოლოდ 50 წელი გვაქვს დარჩენილი სანამ სასიცოცხლო ეკოსისტემები გამოუსწორებლად დაზიანებულა. რადიკალური ზომების მიღების გარეშე ადამიანის მოდგმის და, სავარაუდოდ, თავად ბიოსფეროს მომავალიც ეჭვქვეშ დგას.

ყველა მიზეზი თუ რატომ უნდა აიკრძალოს ზოოპარკები

Published on

თარგმანი: თათული სულხანიშვილი წყარო 2015 წლის 13 ივნისს წვიმებმა მდინარე ვერეს კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. წყალმა ქალაქი და მისი ზოოპარკი დატბორა, 19 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაკარგულად ითვლება, დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები. წყალდიდობას ცხოველების დიდი ნაწილიც შეეწირა, გადარჩენილებს კი გაქცევის საშუალება მიეცათ. საწყის ეტაპზე, ზოოპარკის ბინადარი შვიდი ვეფხვი და რვა ლომი დაღუპული ეგონათ, … Continue reading ყველა მიზეზი თუ რატომ უნდა აიკრძალოს ზოოპარკები

ნიადაგი – იარაღი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

Published on

თარგმანი: თათული სულხანიშვილი წყარო დღესდღეობით, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ კლიმატის ცვლილების შესამცირებლად და მისგან გამოწვეულ შედეგებთან გასამკლავებლად, თუმცა, პოტენციური პარტნიორი ამ საქმეში, რომელიც სწორედ ჩვენს ფეხქვეშაა, ჯერ კიდევ შეუმჩნეველი რჩება.

დაბინძურებულ ჰაერს შეიძლება კავშირი ჰქონდეს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან

Published on

თარგმანი: ბექა ბუჩაშვილი წყარო შვედეთის უმეოს უნივერსიტეტის მკვლევრების ბოლო კვლევების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება შეიძლება უკავშირდებოდეს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.