„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 12 მაისს პოლიციის მიერ თავდასხმის თაობაზე

Published on

2018 წლის 12 მაისს, „სამთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების“ შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო განჩინების საფუძველზე განახორციელა საგამოძიებო მოქმედება კლუბ „ბასიანისა“ და „კაფე გალერეას“ ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. შედეგად, დაკავებულია 8-ზე მეტი პირი და ასევე, ათეულობით ადამიანი, რომელთა აყვანაც მოხდა პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი შეკრებიდან ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო.

გარემოს დამაბინძურებელი კომპანიების „მწვანე“ მოღვაწეობა

Published on

მთელ მსოფლიოში მიმდინარე გარემოს დამანგრეველი პროცესების მხრივ საქართველო არათუ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჰაერის დაბინძურებისა თუ სხვა ეკოლოგიურ საფრთხეთა სტატისტიკებში. უმეტესწილად დაბალი ხარისხის საწვავის, გაუმართავი ავტოტრანსპორტის, საწარმოო დაბინძურების, მოუწესრიგებელი მოძრაობისა და, ასევე, ქაოსური მშენებლობების წყალობით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის შენებაც არ ხდება წესისამებრ და მთელი სამშენებლო მტვერი ჰაერში იფანტება, საქართველოში ჰაერის დაბინძურების … Continue reading გარემოს დამაბინძურებელი კომპანიების „მწვანე“ მოღვაწეობა

გაუქმებული აგარის შაქრის ქარხანა და უამრავი უშემოსავლოდ დატოვებული მუშა

Published on

11 მარტს საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები აგარის მუშებს შევხვდით და მათ პრობლემებზე გავესაუბრეთ. უკვე 6 თვეა რაც დაბა აგარის შემოსავლის ერთადერთი წყარო – აგარის შაქრის ქარხანა დაიხურა და 500 მუშა ყოველგვარი სახსრის გარეშე დარჩა. სახელმწიფო სრულად უგულებელყოფს საკუთარი მოქალაქეების საჭიროებებს და არანაირ ხელშეწყობას ან დახმარებას არ გეგმავს, რათა ადგილობრივმა წარმოებამ იარსებოს მაინც, არათუ განვითარდეს. შედეგად, მაღალი … Continue reading გაუქმებული აგარის შაქრის ქარხანა და უამრავი უშემოსავლოდ დატოვებული მუშა

დავიბრუნოთ 8 მარტი

Published on

არამეინსტრიმული იდეების მეინსტრიმში შემოტანის პროცესში ეს იდეები ხშირად ნამდვილ არსს კარგავს, თანაც ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებში. ასეთი რამ დაემართა 8 მარტის აღნიშვნასაც, დარჩა მხოლოდ სახელი „ქალთა საერთაშორისო დღე“, მაგრამ საქართველოში (და არა მარტო) უმეტესობისთვის იგი აღარ ასოცირდება ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღედ და აღარც ქალთა უხილავი შრომის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა; არამედ, ეს იქცა პატრიარქალური სტერეოტიპების ზეიმად.

RMG Gold-ის პოლიტიკა

Published on

წლების სვლასთან ერთად არაფერი იცვლება – ფუჭი ქანების სასაფლაოდ გადაქცეული ტოქსიკური ნივთიერებებით სავსე კუდსაცავები, სასიკვდილოდ დაბინძურებული წყალი, ჰაერი და ნიადაგი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლითაც ჩვენ ყველანი ვიკვებებით ამ გარემოშია გაზრდილი და გაზავებული.

აქცია მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟის წინააღმდეგ

Published on

დღეს, 25 თებერვალს, ნინო ჟვანიას ქუჩის 28 ნომერში გაიმართა საპროტესტო აქცია მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟის წინააღმდეგ. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებიც შევუერთდით ამ აქციას, რადგან ყოველთვის ვდგავართ მსხვილი ბიზნესის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წინააღმდეგ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ „ქედზე ისედაც მუდმივად მიმდინარეობდა ნიადაგის ჩამოშლა და ქანების მოძრაობა, ვინაიდან ქედი შედგება შლადი ქანებისგან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე … Continue reading აქცია მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟის წინააღმდეგ

„ძირს აკადემია“ 2

Published on

„მითხარი და დამავიწყდება მანახე და შეიძლება დამამახსოვრდეს ჩამრთე და ვისწავლი“ ფორმალური განათლების დაწესებულებები გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ სპეციალიზებული განათლება, თუმცა, აუდიტორიის ფარგლებში შეუძლებელია არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგისა თუ სოციალური დინიმიკის კრიტიკა – ალტერნატიული წესრიგის შექმნა. ინფორმაციის გაცვლის პროგრესულმა საშუალებებმა საკუთარი თავისა და თანასწორი განათლების პროცესს განსაკუთრებული დატვირთვა შესძინეს. ძირს აკადემია საქართვლოს ახალგაზრდა მწვანეების პროექტის CTRL-ALT-ACADEMY სლოგანია. ჩვენ … Continue reading „ძირს აკადემია“ 2

მშრომელთა უფლებებისთვის

Published on

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვუერთდებით „აუდიტორია 115-ის“ მიერ ორგანიზებულ მსვლელობას. ჩვენ შრობითი რეგულაციების სიმწირის გამო მუშების დაღუპვასა და დაშავებას ვაპროტესტებთ. დღესდღეობით, საქართველოში შრომის ბაზარზე დასაქმებულ პირებსა და მათი დამსაქმებლების უფლებებს შორის უდიდესი კონტრასტია. რაც უფრო დაბალია დასაქმებულის თანამდებობა, მით უფრო უუფლებო და ექსპლუატირებულია იგი. საქართველოს კანონმდებლობა, ზოგჯერ პირდაპირ და ზოგჯერ ირიბად, გზას უხსნის მსხვილი ბიზნესის მიერ … Continue reading მშრომელთა უფლებებისთვის

გამოხმაურება მირანდა ფაღავას საქმეზე

Published on

28 იანვარს, გამთენიისას ტრანსგენდერი ქალ მირანდა ფაღავას სასტიკად სცემეს. ძალადობა არათუ არავინ შეაჩერა, ელემენტარულ პირველად დახმარებაზე და სასწრაფოში დარეკვაზეც კი უარი უთხრეს იქ მდგომმა ადამიანებმა. უფრო მეტიც, პოლიციამ სიკვდილის პირას მისულ ადამიანს განუცხადა, რომ ეს „მათს კომპეტენციაში არ შედიოდა“. მირანდა ფაღავამ ვერ მიიღო სამედიცინო დახმარებაც კი ჯანდაცვის სისტემაში გამეფებული ტრანსფობიისა და საზოგადოების სრული სისასტიკის გამო! … Continue reading გამოხმაურება მირანდა ფაღავას საქმეზე

რა ხდება თეღუთის მაღაროში

Published on

ვუერთდებით სამოქალაქო ინიციატივა Armenian Environmental Front (AEF)-ის მიერ, თეღუთის ტერიტორიაზე მძიმე მეტალების მოპოვების ადგილას კუდსაცავის დაზიანების შედეგად მდინარე დებედას დაბინძურების შესახებ გამოთქმულ შეშფოთებას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც კარგად მოგვეხსენება ინდუსტრიულ ზონებში ეკოლოგიური დაბინძურების სავალალო მდგომარეობის შედეგების სიმძიმის შესახებ (ბოლნისის, ჭიათურის, ტყიბულის თუ სხვ. მაგალითებზე), ვიზიარებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ სომეხ გარემოსდამცველებისა და უბრალო ხალხის პოზიციას მომხდართან … Continue reading რა ხდება თეღუთის მაღაროში